თეგებით ძიება
11. 03. 2021 მსოფლიო

ევროკავშირის მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

ევროკავშირის მარეგულირებელმა Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, მისი გამოყენების ნებართვა ამერიკულმა მარეგულირებელმა 28 თებერვალს გასცა. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენმტა ჯოზეფ ბაიდენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა