12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის. გირჩევთ ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დანიშნოთ და სტუმრები არ დაპატიჟოთ. შესაძლებელია თქვენი ქმედებები იმპულსური და არაპროგნოზირებადი იყოს, რაც ოჯახურ კონფლიქტს გამოიწვევს. განსაკუთრებით, უფროს ნათესავებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ.
კურო
მარტოხელა კუროს არაჩვეულებრივი შეხვედრა ელის, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის, მაგრამ ეს ურთიერთობა სავარაუდოდ, ქორწინებით არ დასრულდება. დაქორწინებულ წყვილებს ურთიერთობის გამოცდის რთული პერიოდ ელით. სავარაუდოდ, ბევრი მათგანი არაგულწრფელი აღმოჩნდება, რასაც ურთიერთობების რღვევა მოჰყვებს.
ტყუპები
ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ახლობელ ადამიანებს დაეხმარება და თავადაც ნათესავების დახმარება დასჭირდება. ეს მოვლენები ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. ფინანსურ მდგომარეობაში პოზიტიური ცვლილებები გელით.
კირჩხიბი
მამაკაცები დასაქმების სფეროში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ. ბევრი ახალ, საინტერესო საქმიანობას დაიწყებს. მთავარია, არ აჩქარდეთ და საკუთარი შესაძლებლობები და ფინანსური რესურსები სწორად გათვალოთ. შეეცადეთ თანამოაზრეები არ დაკარგოთ.
ლომი
ეს დღე ხელსაყრელია ბიზნესის რეორგანიზაციისა და თანამშრომლების შეცვლისთვის. ამან შეიძლება ლომების ქვეშევრდომებთან ურთიერთობა გააფუჭოს და ავტორიტეტი შელახოს. სავარაუდოდ, დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდება. ეცადეთ ურთიერთობებში „ოქროს შუალედი“ შეინარჩუნოთ. ეცადეთ წონასწორობიდან არ გამოხვიდეთ.
ქალწული
ბევრი ქალწულისთვის ეს დღე იმედგაცრუებას უკავშირდება. სამუშაოს ძებნა, სავარაუდოდ, სამსახურის ძებნა უშედეგოდ დამთავრდება. საყვარელი ადამიანი ხასიათის ისეთ თვისებებს გამოავლენს, რომლებიც გრძნობებით დაბრმავებულს არასოდეს შეგიმჩნევიათ. მოსალოდნელია ნერვიულობა და მატერიალური და მორალური დანაკარგი. ეცადეთ საკუთარ თავში საყრდენი წერტილი იპოვოთ.
სასწორი
ამ დღეს მცირდება სასიცოცხლო პოტენციალი. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები, რაც ბავშვების აღზრდას და განათლებას ან მშობლების მკურნალობას უკავშირდება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია უსიამოვნებები. დაოჯახებულ წყვილებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება ელით.
მორიელი
დღეს დაპირებების გაცემას და დაფიცებას მოერიდეთ. აუცილებლად დაასრულეთ დაწყებული სამუშაო. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ეცადეთ შეურაცხყოფა არავის მიაყენოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია განმარტოვება და გარე სამყაროს მოწყვეტა. ახლა ყველაზე მეტად მშვიდი დასვენება და კარგი ძილი გჭირდებათ.
მშვილდოსანი
ალბათ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები ჩიხში შეგიყვანთ და გაიძულებთ მოძველებულ ტრადიციებსა და კანონებს დაემორჩილოთ. ერიდეთ სინდისთან გარიგების დადებას. თქვენი კეთილგანწყობა და წესიერება წინააღმდეგობრივ ვითარებაში გარკვევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, დასვენებას და ოჯახურ გართობას დაუთმოთ.
თხის რქა
ეს დღე იმუნიტეტის შესუსტებით ხასიათდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ გადაღლას და ჯანმრთელობის პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ. ამ დღეს ალკოჰოლური სასმელები მკაცრად აკრძალულია.
მერწყული
საქმიანი მივლინება კმაყოფილებას და სარგებელს არ მოგიტანთ. შესაძლებელია პრობლემებმა სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოთ. სასურველია, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
თევზები
ამ დღეს პლანეტების დაცვით უზრუნველყოფილი ხართ. ხელსაყრელი საქმიანობა, რომელიც უძრავ ქონებასა და ქველმოქმედებას უკავშირდება. მოსალოდნელია სამსახურეობრივი მივლინება, რომელიც საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა ჯანმრთელობაზე კონტროლი არ უნდა მოადუნონ.