თეგებით ძიება
11. 03. 2021 მსოფლიო

ევროპის წამლის სააგენტომ "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინა დაამტკიცა

ევროპის წამლების სააგენტომ "Johnson & Johnson"-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

სააგენტოს ცნობით, ვაქცინის მონაცემები "ძლიერია" და "აკმაყოფილებდა ეფექტურობის, უსაფრთხოების და ხარისხის კრიტერიუმებს".

ცნობისთვის, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ მეოთხე ვაქცინაა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.

აღნიშნული ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ ასაცრელად მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა