თეგებით ძიება
12. 03. 2021 მსოფლიო

ძუნწი მამა, რომელიც შვილებს კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანის უფლებას აძლევდა, ოჯახმა დიქტატურაში დაადანაშაულა და უჩივლა

სამი შვილის მამა, 56 წლის კაცი, ოჯახის წევრებმა დიქტატორულ მოპყრობაში დაადანაშაულეს და სასამართლოში უჩივლეს.

შემთხვევა ინგლისში მოხდა.

საქმე ის არის, რომ მამაკაცი ოჯახის წევრებს კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანის უფლებას აძლევდა და სიბნელეში ამყოფებდა, სანამ თავად ტელევიზორს უყურებდა.

მამაკაცი ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაშია ბრალდებული და რაშიდ ჰადლას წინააღმდეგ სასამართლოში ოჯახი ჩვენებებს აძლევს.

ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მამაკაცი ოჯახს ვირაში ორჯერ აძლევდა ცხელი წყლის ჩართვის უფლებას და ისიც მხლოდ შაბათ–კვირას, თითო საათით, ამას კი ეკონომიის მიზნით აკეთებდა. ასევე ტელევიზორში მხოლოდ მის მიერ შერჩეული პროგრამების ყურება შეეძლოთ, მაგრამ ყოველგვარი რეკლამის ნახვის გარეშე.

ის ასევე თანხის დაზოგვის მიზნით, ოჯახს სიბნელეში აცხოვრებდა და შუქის ანთების უფლებას არ აძლევდა.

ჰადლას 27 წლის ვაჟი, რომელიც ოჯახისგან საცხოვრებლად შორს წავიდა ამბობს: „ მამაჩემი დიქტატორია და მასთან ცხოვრება კატასტროფა“.

მამაკაცის ქალიშვილი კი ამბობს, რომ მამამ მას პირობა დაადებინა, რომ არასდროს გასუქდებოდა და მის წონას ყოველდღიურად აკონტროლებდა.

სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და რა განაჩენს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა