თეგებით ძიება
12. 03. 2021 მსოფლიო

იაპონიაში COVID-19-ის უცნობი შტამი აღმოაჩინეს

იაპონიის ჯანმრთელობის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტრომ კორონავირუსის უცნობი შტამი აღმოაჩინა. ინფიცირებული ადამიანი ქვეყანაში ფილიპინებიდან თებერვალში ჩავიდა.

სამინისტროს ცნობით, ეს შტამი ისეთივე საშიშია, როგორც ადრე გამოვლენილი მუტირებული ნიმუშები დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ბრაზილიიდან.

ამჟამად იაპონიაში აკრძალულია მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და რეგიონის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა, რაც დაკავშირებულია დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენასთან. ეს აკრძალვა ძალაში გასული წლის 28 დეკემბერს შევიდა. თავდაპირველად იგი იანვრის ბოლოს უნდა მოხსნილიყო, მაგრამ საგანგებო რეჟიმთან ერთად რეგულაცია 21 მარტამდე გაგრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა