ასტრონუმეროლოგია - 2021 წლის სარკისებრი თარიღები
სარკისებრი თარიღები წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღებია, რომლებმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები მოიტანონ. ვნახოთ, როგორი იქნება 2021 წლოის სარკისებრი თარიღები და რომელია მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი.
04.04
ეს 2021 წლის დღე ჰარმონიული და მშვიდი დღეა. რიცხვი 4-ის ენერგია ეცდება უფრო გონიერები გაგვხადოს. ასტროლოგები ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გვირჩევენ.
05.05
5 მაისი წარმატებული დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და გარეგნობის შეცვლისთვის. სასურველია ვარცხნილობის შეცვლა და გარდერობის განახლება. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. რიცხვი ხუთი მნიშვნელოვნად აძლიერებს მეექვსე გრძნობას.
06.06
ზაფხულის პირველი სარკისებრი თარიღი პრობლემების გადაჭრისთვის შესანიშნავი დროა. ითვლება, რომ რიცხვი 6-ის გავლენით, უსიამოვნებები უკან იხევენ და მათ ადგილზე რაღაც სასიამოვნო და პოზიტიური ჩნდება. ეს წყენების დავიწყების დღეა.
07.07
წარმატებული დღეა, რომელიც გულწრფელობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ადამიანები უფრო გახსნილები და პოზიტიურები გახდებიან. ბევრი ჩვენგანი შეძლებს დაძლიოს ცდუნება და სკეპტიციზმი.
08.08
რვიანი ფინანსური კეთილდღეობისა და აყვავების სიმბოლოა. ამ დღეს სასურველია ახალი ნივთების შეძენა. ეცადეთ მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ, რომ არ გადაიქანცოთ.
09.09
9 სექტემბერი წარმატებული სარკისებრი თარიღია, რომელზეც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ უფრო ბრძენი გახდეთ, თუ ახლის სწავლაზე უარს არ იტყვით. ეს იქნება შიშებისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების დრო.
10.10
შესანიშნავი დროა ახლის დაწყებისთვის. 10 ოქტომბერს შეგიძლიათ გრძელვადიანი სამომავლო გეგმები შეადგინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ასეთ დღეებში ასეთი შესაძლებლობები შეაფასოთ და გვერდით არ გადგეთ, თუ ბიზნესში წარმატების მიღწევის შანსი არსებობს.
11.11
11 ნოემბერი შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცეს. ამ დღეს შეგიძლიათ გარეგნობა შეიცვალოთ და ერთობლივ პროექტებში ჩაერთოთ. სამყარო ყოველ ჩვენგანს შესაძლებლობის გაფართოვებაში დაგვეხმარება.
12.12
წლის ბოლო სარკისებრი თარიღი რიცხვი 3-ის გავლენასთან ასოცირდება. ეს კარგი დღეა საყვარელ ადამიანებთან შერიგებისა და სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად. შეგიძლიათ უსარგებლო ნივთები თამამად მოიცილოთ. ამ დღეს აუცილებელია იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც უსწრაფესად დასრულებას მოითხოვენ.