თეგებით ძიება

რა მოხდა გიორგი გახარიას გადადგომამდე 10 წუთით ადრე? ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის გადადგომაზე საუბრობს

"ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერში” ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოზიციის მოულოდნელ შეცვლაზე ისაუბრა.

“17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.

დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა.

2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა