დავით ბაქრაძე - მოლაპარაკებები დღესაც და ხვალაც გაგრძელდება
მოლაპარაკებები დღესაც და ხვალაც გაგრძელდება, - ამის სესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.
დავით ბაქრაძის ვარაუდით, კრისტიან დანიელსონთან პოლიტიკური მხარეების ცალ-ცალკე შეხვედრის გარდა, სავარაუდოდ, ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ერთობლივი შეხვედრაც შედგება.
"ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. მათ შორის იმაზე, რომ დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხი - რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მოლაპარაკებები გაგრძელდება. მოლაპარაკებები დღესაც და ხვალაც გაგრძელდება, იქნება შეხვედრები, როგორც ცალკე ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან ერთად, თუმცა ასევე შესაძლებელია ერთობლივი შეხვედრაც გაიმართოს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ასევე, რა ფორმატით იქნება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამას, წინასწარ ვერ გეტყვით,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.