ტყუილია, რომ მოითხოვეს ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა - PHR
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მათ მოითხოვეს სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნა.
"ქალბატონმა ჭკადუამ აარჩია ტყუილზე დაფუძნებული სტრატეგია დაცვის. მან იცრუა გუშინ, როდესაც თქვა რომ ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა ჩაეხსნათ ბასილაშვილი მიმდინარე შეჯიბრებებიდან. ეს არის ტყუილი,"- აცხადებს PHR-ის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბასილაშვილის ადოვკატიც, რომელმაც სახალხო დამცველს ჩართულობისკენ და პოპულარული სპორტსმენის დაცვისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.