14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
საშუალება გექნებათ, რომ შეისვენოთ, ძალები მოიკრიბოთ და ისევ საქმეებში და მოვლენების ორომტრიალში ჩაერთოთ. გირჩევთ ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დაუდევრობით ან ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო, შეიძლება მათი ინტერესები დააზიანოთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
კურო
თავს მხნედ და მშვიდად გრძნობთ. ამ დღემ შეიძლება ახალი შეხვედრები და მოულოდნელი ნაცნობობა მოგიტანოთ. შეიძლება უცებ, იმ ადამიანის ნახვამოგინდეთ, ვინც უახლოეს წარსულში ძალიან მოგწონდათ.
ტყუპები
არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ზოგადად, მგზავრობისთვის. სასურველია, რომ ეს დღე მთლიანად ოჯახის და ბავშვების ინტერესებს დაუთმოთ. მარტოხელა ტყუპებს სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროში შეხვედრა ელით. თუ ლამაზი ნივთის შეძენა გსურთ, ასეც მოიქეცით. ის თქვენს ესთეტიკურ მოთხოვნილებებს სრულიად დააკმაყოფილებს.
კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარში ეცადეთ საყოფაცხოვრებო საქმეები მოაგვაროთ და ოჯახთან ერთად დაისვენოთ. შეგიძლიათ ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგებითა და კეთილგანწყობით სრულად ისარგებლოთ და საკუთარ თავს სიხარული მიანიჭოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.
ლომი
ამ დღეს სასურველია ტაძრის მონახულება, თანაგრძნობა და სხვისი პრობლემების თანამონაწილეობა. შესაძლოა, ბევრი ლომი რთული და მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. გამორიცხული არ არის, რომ გარშემომყოფთა არაკეთილსინდისიერებამ დიდი ტკივილი მოგაყენოთ.
ქალწული
ეს დღე სიცოცხლისუნარიანობის ზრდას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური შრომისა და სპორტისთვის. ხელსაყრელია გამაჯანსაღებელი კურსის დაწყება, ფულის გასესხება და საჩუქრების გაცემა. ეცადეთ მხედველობის ორგანოები არ გადატვირთოთ.
სასწორი
დღეს ბევრი სასწორი შეძლებს საკუთარი გრძნობები შენიღბოს, თუმცა, დიდი ალბათობით, სიცრუე სხვა დროს და სხვა ადგილას გამჟავნდება, რაც გაღიზიანებას და კონფლიქტებს გამოიწვევს. ეცადეთ საკუთარ თავსა და საკუთარ იდეალებში გაერკვეთ და ყველაფერი ზედმეტი უკუაგდოთ. მოსალოდნელია ცუდი წინათგრძნობა და ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
მორიელი
გამორიცხული არ არის, რომ დღეს პირადი პრობლემების მოგვარება შეძლოთ, მაგრამ მორიელებიდან მხოლოდ რამდენიმე შეძლებს სანუკვარი ოცნებები აისრულოს. ეცადეთ ეიფორიას არ აჰყვეთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ამ ნიშნის მრავალი წარმომადგენელი დღეს სტუმართმოყვარე მასპინძელი იქნება და ძველი მეგობრების გარემოცვაში თავს კომფორტულად იგრძნობს.
მშვილდოსანი
გირჩევთ ეს დღე მთლიანად საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. აგარაკზე, სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა თქვენს განწყობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მძიმე აზრებისგან გაგათავისუფლებთ. დროა, სულიერი განცდებისგან აქტიურ საქმიანობაზე გადაერთოთ.
თხის რქა
ეს დღე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობის, გამოფენების, კონკურსებისა და კონცერტებისთვის. თუ შესაძლებელია, მოაწყვეთ მხიარული წვეულება ბავშვებისა და ახლობელი ადამიანებისთვის. ნუ დაიზარებთ და ეს დღე ყოველთვის სასიამოვნოდ გაგახსენდებათ. კარგი განწყობა წარმატებას უზრუნველყოფს.
მერწყული
გირჩევთ ეს დღე მხოლოდ დასვენებას დაუთმოთ. სასურველია ბავშვებთან ერთად აუზზე წასვლა, ტყეში გასეირნებაან სტუმრების მიღება. თუ შეძლებთ, რომ პრობლემები თუნდაც დროებით დაივიწყოთ, მალე ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. ეს დღე ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის. თუმცა, ეცადეთ გრძნობებს მთლიანად არ დანებდეთ. ნუ დაივიწყებთ საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ.
თევზები
ნებისმიერი საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა საშუალებას მოგცემთ ყოველდღიურ რუტინას თავი დააღწიოთ. თუ ამ კვირის განმავლობაში სისულელეების კეთებას გადაურჩით, დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.