"ეხლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან "ქოცების" ხელში" - ბაია პატარაია
ეხლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან ქოცების ხელში, - ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება.
"ესეა რა, ერთხელ რომ გაუვა მოძალადეს, ორჯერ რომ გაუვა, ღმერთად რომ დაისვამ მოძალადეს, მერე შემოგიტრიალდება და უარესად დაგარტყამს. ბასილაშვილმაც ასე ქნა, მხარდაჭერით გათამამებულმა საკუთარი მხარდაჭერთა არმია მთელ არასამთავრობო სექტორს მიუსია. ოცნებასთან შეკრულმა ჭკადუამ თავად შეთხზა არარსებულ წერილზე მითი, დააბრალა არასამთავრობოებს და მთელი სპორტული აღტყინება ენჯეო სექტორის წინააღმდეგ მიმართა. ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამაც ბედნიერად ჭამა ეს და საკუთარი გვერდი აქცია ენჯეოების სალანძღავ გვერდად.
ეხლა აღარ გჭირდებათ ხო არასამთავრობოები? დაგჭირდებათ მალე, თან ქოცების ხელში.
მოძალადის მხარეს ყოფნა არავის მოუტანს სიკეთეს, მითუმეტეს მოძალადის გაღმერთება და თაყვანისცემა. ღია აბაშიძე რომ ჭკადუა-ბასილაშვილს ტანდემს იცავს და ენჯეოებს თათხავს არც ეს არაა სიმპტომი? ამითიც ვერ ხვდებით რა ხდება?
პ.ს. მასე, სტალინიც კი იყო ქართველი და ძლიერი და მაშინ სტალინითაც იამაყოს ერმა თუ მხოლოდ ქართველობა, წარმატებულობა და სიძლიერეა მთავარი გულშემატკივართათვის.
პ.ს.ს. ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ნეკას საქმეში, ექსპერტიზები დევს, მოწმეთა ჩვენებები დევს, ვიდეო მასალაც დევს, სასამართლოს თუ არ უბრძანეს და სამართლიანად თუ ჩატარდა, ვიცით, რა შედეგით უნდა დამთავრდეს ეს საქმე, როგორც ბევრი სხვა მსგავსი საქმე. დროის საკითხია. თუმცა ისეთ კომენტარებზეც მთაგავენ "ცოლის კიდევ ერთხელ ცემის უფლება მოიპოვა უკვე ბასილაშვილმაო", ჰო, ღლიცინებს ბედნიერი ერი. ჩვენისთანა ბედნიერი არის სადმე კიდე ერი?", - წერს პატარაია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბასილაშვილის ადოვკატიც, რომელმაც სახალხო დამცველს ჩართულობისკენ და პოპულარული სპორტსმენის დაცვისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ინტერესების დამცველებმა უარყვეს აღნიშნული ინფორმაცია და მას სიცრუე უწოდეს.
ცნობისთვის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.