თეგებით ძიება

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ვერძს მშვენიერი დღე ელის - ენერგია პიკს აღწევს, განწყობა მშვენიერია და შესაძლებლობა უამრავი. დღეს ვარსკვლავები რიგში დგანან, რომ ბედნიერება მოგანიჭონ. ზოგიერთ ვერძს შეიძლება ძალიან ჭკვიანი და მიმზიდველი ადამიანი შეუყვარდეს, რომელიც ბედნიერს გახდის.არ გამოტოვოთ და ისარგებლეთ ამ დღის ყველა შესაძლებლობით.

კურო
შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ოჯახის წევრები და მეგობრები ბოლო დღეებში, სასიყვარულო ურთიერთობებში მიღებული საკამათო გადაწყვეტილების გამო გაკრიტიკებენ. ყველას განცდა აქვს, რომ არჩევანი არასწორი, ნაჩქარევი და უკიდურესად იმპულსური იყო, მაგრამ კურომ უნდა იცოდეს, რომ მისი გადაწყვეტილება სწორი იყო - ვარსკვლავები გირჩევენ, დაბრკოლებების მიუხედავად, ამ მიმართულებას არ გადაუხვიოთ.
ვინც ახლა გააკრიტიკებთ, მოგვიანებით მიხვდება, რომ მართალი ხართ.

ტყუპები
ტყუპები საყვარელი ადამიანით იმედგაცრუებული არიან. ცხოვრების მეგზურის მოქმედებამ, რომელსაც გულწრფელ ადამიანად თვლიდნენ, ბოლო დროს უამრავი პრობლემა გამოიწვია. სიტუაცია საგულდაგულოდ უნდა განხილოთ, რადგან სერიოზული გადაწყვეტილება გარდაუვალია. რამდენიმე დღიანი დუმილი და ფიქრი ამ საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს.

კირჩხიბი
გადაწყვიტეთ, რომ უმჯობესია ეს დღე ოჯახთან ერთად, მშვიდი ატმოსფეროში გაატაროთ, ვიდრე ხმაურიან წვეულებაზე. ჯობს საკუთარ ინტუიციას ენდოთ და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ მოწვევაზე უარის თქმით ვინმეს გაანაწყენებთ. ეს შესანიშნავი დღეა მომავალზე ფიქრისთვის.

ლომი
ამ დღემ შეიძლება ახალი პრობლემები მოგიტანოთ და მათი გადადება არ ღირს. დიდი შანსია, რომ საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას ყველა სათანადოდ არ აფასებს. ნუ ინერვიულებთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები და არავის მისცეთ უფლება, რომ განწყობა გაგიფუჭოს.

ქალწული
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ავტორიტეტი აიმაღლოთ. არსებობს შანსი, რომ გადაარჩინოთ პროექტი, რომელიც უიმედო გგონიათ.
მომავალში, დღევანდელი წარმატება ფინანსური მოგების წყალობით გაორმაგდება, მაგრამ დღეს ფულზე არ უნდა იფიქროთ. მთავარი პროექტის გადარჩენაა.
დღის დადებითი სიახლეების უმეტესობა პირად ცხოვრებას უკავშირდება.

სასწორი
სასწორს პრობლემებით სავსე დღე ელის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან თემებზე დრო არ დაკარგოთ. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ დღის პრობლემებს გაუმკლავდეთ და გამარჯვება მოიპოვოთ.
პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საყვარელ ადამიანთან რომანტიკული საღამო გელით. რომანტიკა თქვენს ურთიერთობას გამტკიცებს და თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ.

მორიელი
ამ დღეს მორიელები ოპტიმიზმით არიან სავსე. პოზოტიური განწყობა ნებისმიერი პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებათ.
შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინოთ. გამორიცხული არაა, რომ ეს ტელეფონი, ავტომობილი ან ახალი სახლიც კი იყოს. მალე თქვენი ცხოვრება მთლიანად უკეთესობისკენ შეიცვლება და უფრო კომფორტული გახდება.

მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსანი ყურადღების ცენტრში იქნება. ეს პოზიცია უპირატესობას მოგანიჭებთ და ბევრსაჭირო ადამიანს გაგაცნობთ. მათგან ერთ-ერთი თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და ახალი ურთიერთობის დაწყებასაც კი მოინდომებთ. ვარსკვლავები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილები არიან, რაც პირად ცხოვრებაში წარმატებას ურუინველყოფს. იგრძნობთ, რომ საშუალო სკოლაში იყავით ყველაფერი, რაც მოზარდის სიყვარულს უკავშირდება: პეპლები მუცელში, მადის უკმარისობა და ბევრი დადებითი ემოცია.

თხის რქა
თხის რქებმა შეიძლება ბავშვობის ოცნების ასრულება აისრულონ, თუმცა წლებმა ეს ოცნება სრულიად არარეალური გახადა. ამიტომ, სანამ სანამ მიზნის მისაღწევად დიდ დროს და ენერგიას დაკარგავთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რამდენად გჭირდებათ ის ახლა. თქვენ შეგიძლიათ გაცილებით უკეთესი გზა იპოვოთ ამ დღის გასატარებლად. გირჩევთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ ან საინტერესო ღონისძიებაზე წახვიდეთ.

მერწყული
ზოგი მერწყული მთელ ყურადღებას საინტერესო პროექტის განხორციელებაზე გადაიტანს და ამ საქმეში თანამოაზრეებსაც იპოვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დღეს სრულყოფილებას მიაღწევთ, მაგრამ მუშაობა მაინც პროდუქტიული იქნება. გირჩევთ საღამო მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ. თუ მეგობარს უჩვეულო იდეა გაუჩნდა, მის წამოყებას მხარი უნდა დაუჭიროთ. ალბათ აქაც ბედი გაგიღიმებთ.

თევზები
მთელ დღეს მშვენიერ მომავალზე ოცნებებში გაატარებთ და შეიძლება რეალობას ისე მოწყდეთ, რომ რაც გაქვთ, ისიც დაკარგოთ. ვიღაც თქვენთან დაახლოებას ეცდება. შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ, რამდენად გჭირდებათ ეს ურთიერთობა ახლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა