თეგებით ძიება

ვანილის ნამცხვარი ჯემით - მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 400 გ

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 150 გ

კარაქი - 150 გ

ვანილის შაქარი - 2 ჩ.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

ჯემი - გემოვნებით

ნიგოზი - გემოვნებით

მომზადება:

შაქარი და დარბილებული კარაქი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. დაამატეთ ვანილის შაქარი, ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. შემდეგ გააბრტყელეთ დიდი ზომის ფენად. ჭიქით ამოჭერით ნამცხვრისთვის რგოლები და დააწყეთ ღუმელის ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე.

გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. როცა ნამცხვარი გაგრილდება, წაუსვით ჯემი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა