თეგებით ძიება

კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა გამოცდა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 15 მარტიდან 20 მარტამდე

მარტს ადამიანებში განსაკუთრებული რომანტიკის, სინაზისა და სიყვარულის განცდა მოაქვს. სწორედ გაზაფხულის შეხვედრები და ნაცნობება დაგამახსოვრდებათ ყველაზე მეტად. ეცადეთ ისარგებლოთ ამ უნიკალური ატმოსფეროთი და იპოვოთ ის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც განშორება არასოდეს მოგინდებათ.

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ზოგჯერ ძალიან „ჩაკეტილები“ არიან, რაც ხელს გიშლით საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში.
ქალები - თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელსაც უყვარხართ. ცდილობს მიგახვედროთ, რომ თქვენს მიმართ გულგრილი არაა, მაგრამ თქვენ ვერაფერს ამჩნევთ. კარგად დააკვირდით გარშემო მყოფებ მამაკაცებს.
კაცები - ეცადეთ ემოციების კონტროლი ისწავლოთ. ასე რომ თქვენ შელებთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან.

კურო
ამ კვირაში დიდია ნერვული აშლილობის ალბათობა. ეცადეთ აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ყველა სირთულის გადალახვას შეძლებთ.
ქალები - ეცადეთ წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. უბრალოდ გიხაროდეთ, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, რომელსაც უყვარხართ, გიფასებთ და პატივს გცემთ.
კაცები - ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანსს. მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ტყუპები
რომანტიკა, ყვავილები, მთვარის შუქზე სეირნობა. ამ ყველაფერზე დიდი ხანია ოცნებობთ და მალე ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურთ.
ქალები - ყურადღებით იყავით და დააკვირდით მამაკაცებს თქვენი გარემოცვიდან. მათ შორის არის ის, ვინც შეიძლება თქვენთვის საუკეთესო ქმარი გახდეს.
კაცები - თქვენი საყვარელი ქალბატონი მოწყენილია და თქვენი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.

კირჩხიბი
მარტის მხოლოდ ამინდით კი არა, ემოციებიურადაც არამსტაბილური თვეა. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ეცადეთ უაზრო კონფლიქტებში არ ჩაერთოთ
ქალები - თქვენთვის ყველა გზაზე მწვანე შუქნიშანი ანთია. ეცადეთ ბედის კეთილგანწყობით ისარგებლოთ.
კაცები - ყველა საქმე, რომელსაც ამ 7 დღეში დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. ეს კარიერის გარდა, პირად ცხოვრებასაც ეხება. მოსალოდნელია სიყვარულის ახსნა და დაქორწინების წინადადება.

ლომი
ახლობლების სითბოთი და სიყვარულით გარემოცული ხართ და თავს ბედნიერად გრძნობთ, რომ ბედის ასეთი საჩუქარი მიიღეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ისწავლოთ იმის დაფასება, რაც გაქვთ.
ქალები - ასაკის მიუხედავად, ყველა გოგონას და ქალს სჭირდება სითბო, მზრუნველობა და სიყვარული. მოიცილეთ რკინის ქალბატონის ნიღაბი და გული გრძნობებისა და ემოციებისთვის გახსენით.
კაცები - მიეჩვიეთ, რომ ქალები თქვენი გულის დასაპყრობად იბრძვიან, მაგრამ ამ გაზაფხულზე უნდა შეეცადოთ, რომ შეინარჩუინოთ ის, ვინც თქვენს გვერდითაა.

ქალწული
ზამთრის თვეებში მარტოობით დაიღალეთ. ახლა ყველაზე მეტად სითბო და რომანტიკა გჭირდებათ. დროა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ.
ქალები - დროა, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ლოდინი შეწყვიტოთ და საკუთარი ბედნიერებისთვის უფრო აქტიურად იმოქმედოთ.
კაცები - თქვენზე ქალებმა ფაქტობრივად, ნადირობა გამოაცხადეს. გირჩევთ თქვენთან დაახლოების უფლება მხოლოდ ღირსეულებს მისცეთ და არჩევანში კიდევ არ შეცდეთ.

სასწორი
ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ილუზიების სამყაროში ცხოვრობთ. სინამდვილეში, ყველაფერი ასე არაა და თქვენ ბედნიერების უამრავი შანსი გაქვთ.
ქალები - დაივიწყეთ ყველანაირი პირობები, პრინციპები და მოსაზრებები. თუ გრძნობთ, რომ ამ ადამიანის გვერდით ბედნიერი ხართ, ეს თქვენი ბედია.
კაცები - არასოდეს დაეჭვდეთ საყვარელი ადამიანის გრძნობებში. თუ მისი გამოცდა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

მორიელი
ეს კვირა უამრავ ახალ და საინტერესო თემას შემოგთავაზებთ. ზოგი საყვარელი ადამიანის პოვნას შეძლებს, ზოგი კი რომანტიკული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება.
ქალები - აუცილებელი არაა ყველაფრის გასაიდუმლოება. თუ მამაკაცი მოგწონთ, პირდაპირ უნდა უთხრათ. სავარაუდოდ, თქვენს მიმართ გულგრილი არც ისაა.
კაცები - ოჯახში ურთიერთგაგების მისაღწევად, მეუღლესთან საუბარი უნდა შეძლოთ. გახსოვდეთ, რომ ქალებს ყურებით უყვართ.

მშვილდოსანი
თქვენ არ გახასიათებთ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა, თუმცა ახლა სწორედ ამის დროა.
ქალები - გახსოვდეთ, რომ ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოთ. ის დრო დამთავრდა, როცა პასიური მაყურებლის როლს სჯერდებოდით და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდით.
კაცები - თქვენს ურთიერთობაზე ბოროტი, მატყუარა და შურიანი ადამიანების აზრით არ უნდა დაინტერესდეთ. მათ არ ესმით, რომ ეს ქალი თქვენი მეორე ნახევარია, რომელიც ბედმა გამოგიგზავნათ.

თხის რქა
სიყვარულმა ასაკი არ იცის, ამიტომ არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. ის, რომ 40 წელს გადაცილებული ხართ, რომანტიკაზე და ვნებაზე უარის თქმის მიზეზი არაა.
ქალები - ჯიუტი ხართ, მაგრამ ის თქვენზე უფრო ჯიუტია და რადაც არ უნდა დაუჯდეს, თქვენს კეთილგანწყობას მოიპოვებს.
კაცები - სიყვარულში დიდი ხანია, არ გიმართლებთ, მაგრამ წარუმატებლობის დრო დასრულდა. თქვენს ყველა ქალს დაჩრდილავს. ის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ სიხარულს მოგანიჭებთ.

მერწყული
მერწყულებს არ ახასიათებს გრძნობების აღიარება და ამაზე ვინმესთან საუბარი. მეორე ნახევრის პოვნაში სწორედ ეს თვისება გიშლით ხელს. ეცადეთ საკუთარ თავს და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ.
ქალები - თქვენს ცხოვრებაში არ უშვებთ მამაკაცს, რომელიც არ გემორჩილებათ, თქვენ მაგრამ ამავე დროს, გსურთ გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც თქვენი ბობოქარი ხასიათის მოთვინიერება შეუძლია. დროა, გადაწყვიტოთ ზუსტად რა გჭირდებათ.
კაცები - გულწრფელობა ქალთან მყარი ურთიერთობის გასაღებია. ეს ყოველთვის გახსოვდეთ და მის მოტყუებას ნუ ეცდებით. გახსოვდეთ, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება.

თევზები
თევზებს უყვართ ყურადღება, აფასებენ ზრუნვას, პატივისცემასა და ერთგულებას, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების მისაღებად, ადამიანების მიმართ თქვენც იგივე დამოკიდებულება უნდა გამოავლინოთ.
ქალები - აკრძალვები, რომლებიც საკუთარ თავს დაუწესეთ, ნორმალურად განვითარებისა და ოჯახის შექმნის საშუალებას არ გაძლევთ. გახსოვდეთ პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალია საყვარელ ადამიანთან საუბარია. ის თქვენს გაგებას შეძლებს და აუცილებლად დაგეხმარებათ.
კაცები - სხეულით ძლიერი ხართ, მაგრამ სულით - ნაკლებად. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და წყენა დიდხანს მიგყვებათ. გახსოვდეთ, რომ ქალს ძლიერი ქმარი და მისი მხარდაჭერა სჭირდება და არა ანჩხლი დაქალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა