სამარხვო ხვეულა "112" - შალვა ოგბაიძისგან
საკრებულოს დეპუტატი, შალვა ოგბაიძე სამარხვო ხვეულას, ე.წ. როლს გვთავაზობს.
"ხვალიდან მძიმე მარხვის პირველი დღეა. ჟანრს პატივი ვეცი და გამოვიგონე სამარხვო ხვეულა (ე.წ. "როლი”) სახელწოდებით "112".
როცა ძალინ გშია - სულზე მოგისწრებს და თან უიოლესი გასაკეთებელია", - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ერთი ცალი კიტრი, პომიდირი, ცოტა სამარხვო მაიონეზი, ცოტა ოხრახუში, ცოტა ბულგარული, ცოტა წითელი ხახვი, სალათის ფურცელი.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი დაჭერით, გადაახვიეთ თხელ ფირფიტაში (მზა იყიდება ალბათ ქაბაბისთვის ან შაურმებისთვის) და 112 მზადაა.
გემრიელად მიირთვით.