თეგებით ძიება
15. 03. 2021 მსოფლიო

330 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა და ამ დრომდე ვაქცინასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს - ჯანმო

330 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა და ამ დრომდე ვაქცინასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანმოს გენდირექტორის მოადგილემ და მთავარმა მეცნიერმა, სოუმია სვამინატონმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ახლა იწყება ვაქცინაცია, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მეცნიერებაზე დაფუძნებული სწორი გზავნილების მიწოდება.

„კორონავისურის გამო 2,6 მლნ-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს რაც აღრიცხულია და ვფიქრობთ, გარდაცვლილი ამაზე მეტია. 330 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა და ამ დრომდე ვაქცინასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს. უფრო მეტი, ვაქცინა ადმინისტრირებულია მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოების საუკეთესო სისტემები და ძლიერი კონტროლია. ამიტომ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ახლა იწყება ვაქცინაცია, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მეცნიერებაზე დაფუძნებული სწორი გზავნილების მიწოდება, რომ ვაქცინა იცავს ადამიანს კოვიდის მძიმე ფორმებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და დიახ, სიკვდილიანობის შემთხვევებისგან და ყველაზე მეტად ეს გვინდა“, - განაცხადა სოუმია სვამინატონმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა