თეგებით ძიება
15. 03. 2021 მსოფლიო

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 2021 წლის ნომინანტები დაასახელა

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ დაჯილდოების 93-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია სურათები: „მამა“, „მანკი“, „მინარი“, ნომადლენდი“, „მეტალის ხმა“, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის ერთმანეთს ქლოი ჟაო, ემირალდ ფენელი, ტომას ვინტენბერგი, დევიდ ფინჩერი და ლი აიზეკ ჩუნი შეეჯიბრებიან. ცერემონიის ისტორიაში პირველად ამ კატეგორიაში ერთ ქალზე მეტია წარდგენილი.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ წარდგენილნი არიან: ვიოლა დევისი, ანდრა დეი, ვანესა კირბი, ფრენსის მაკდორმანდი და კერი მალიგანი.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ კი სერ ენტონი ჰოპკინსი, ჩედვიკ ბოუზმანი, რიზ აჰმედი, გარი ოლდმანი და სტივენ იონი არიან წარდგენილნი.

პანდემიის მიუხედავად, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში Dolby Theatre-ში, თებერვლის ბოლოს, ჩვეულ ფორმატში ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა