16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ბედის უკუღმართობამ შეიძლება გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალოს. შესაძლებელია ვითარება ისე განვითარდეს, რომ ერთდროულად ბევრი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს და დისკუსიებს, რომლებიც ურთიერთგაღიზიანების გარდა, ვერაფერს მოგიტანთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი და აგრესიული ადამიანებისგან.
კურო
ჰოროსკოპი კუროს ურჩევს, რომ პრინციპულად იმოქმედოს და ხელიდან არ გაუშვას ინიციატივა. უკან არ უნდა დაიხიოთ იმის მიუხედავად, რომ თქვენი გეგმების განხორციელება რთული იქნება. ამ დღეს ინტუიცია ძლიერდება, შეინიშნება მისტიკისკენ მიდრეკილება.
ტყუპები
პარტნიორებთან ურთიერთობის დროს, საჭირო აქცენტების დასასმელად, ეცადეთ სწორი მომენტი შეარჩიოთ. დროა თქვენი საქმიანობის დაგეგმვას შეუდგეთ, რის შედეგაც შესაძლებელია სოციალური სტატუსის გაუმჯობესება. ნუ იტყვით უარს მეგობრებისა და კოლეგების დახმარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების ალბათობა ნულოვანი იქნება. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა ნანატრ შედეგებს მოიტანს.
კირჩხიბი
მაღალი იდეალებისკენ სწრაფვას შეიძლება საკუთარი სამუშაოთი უკმაყოფილება ან შფოთვის გრძნობა ახლდეს. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი ჯანმრთელობისა და ახლობლებთან ურთიერთობის მიმართულებით მეტი წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შეიძლება საყვარელი ადამიანი დაუმსახურებლად შეურაცხყოთ.
ლომი
მოულოდნელი მოვლენების შედეგი უსამართლოდ მოგეჩვენებათ. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალები ან ვალდებულებები შეგახსენოთ, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყოთ. გახსოვდეთ საკუთარი შეცდომები და წარუმატებლობები. ოჯახურ ურთიერთობებში გამორიცხული არ არის პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა კატეგორიულობამ შეიძლება სიტუაცია გაართულოს.
ქალწული
შინაგანი თავისუფლებისა და ყოფიერების სიხარულის პოვნის დღეა. უფროსი თაობის ქალწულთა ცხოვრებისეული გამოცდილება და სულიერი პოტენციალი ანალიზსა და სისტემატიზაციას საჭიროებს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ინდივიდუალური მეცადინეობისთვის. მომავალ კვირას ახალი იდეების მოფიქრებას და განხორციელებას შეძლებთ. ახლობელი ადამიანები თქვენგან დახმარებას ელიან.
სასწორი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ურთულეს ამოცანებს, რომლებიც ადრე გადაულახავი ჩანდა, ადვილად გაუმკლავდებით. შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ. ვარსკვლავები გირჩევენ ხელიდან არ გაუშვათ სოციალური და მატერიალური სტატუსის გაუმჯობესების შანსი. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებაზე უარი არ თქვათ, თუნდაც თავიდან უიმედოდ გეჩვენებოდეთ.
მორიელი
ეს დღე თქვენს შინაგან სამყაროს ასახავს. საკუთარი სისუსტეების აყოლამ, დაბნეულობამ ან ეგოიზმმა შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი გარემოცვა საიმედო ადამიანებისგან შედგებოდეს. გაორმაგეთ ზრუნვა ახლობელ ადამიანებზე. საკუთარ სიტყვებსა და მოქმედებებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს, როგორც არასდროს ისე მოგინდებათ მშობლებთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა ან საყვარელი ადგილების მონახულება. იღბლიანი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის. მათ საშუალება ექნებათ შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ, თუმცა ჯერჯერობით, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა. მოულოდნელი ხარჯები გელით.
თხის რქა
ფრთხილად იყავით. მიუხედავად იმისა, რომ მტრები არ გყავთ, აგრესია მოსალოდნელია უცხო ადამიანების მხრიდან. ეცადეთ თანამშრომლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობისას მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. მოერიდეთ ზედმეტად აქტიურ ადამიანებსლ, რომლებმაც შეიძლება თავიანთი გავლენის ქვეშ მოგაქციონ.
მერწყული
ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ სულიერ განვითარებას, საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. გამორიცხული არ არის მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვა. გამოიჩინეთ თანაგრძნობა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების მიმართ.
თევზები
დღეს პროფესიულ სფეროში სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. ახალი საქმეების დაწყებამდე, ეცადეთ ძველი საქმეები დაასრულოთ. დღეს ნებისმიერი წამოწყება შეიძლება ილუზორული და არარეალური აღმოჩნდეს, ხოლო ზედმეტმა სტრესმა თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს.