თეგებით ძიება

ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს – ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო- ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი აცხადებს, რომ მის შვილიშვილს დედამისმა, ნელი დოროყაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

„ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა და სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც ალაპარაკებენ, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ, მცემენ, კოშმარები მესიზმრება ღამეო. არასამთავრობოებს თუ უფლებადამცველებს რომ ეძახიან თავის თავს კრიმინალური მიდგომა აქვთ ბავშვთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნოდარ ბასილაშვილმა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია.

ტურნირზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ ბასილაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და შვილს მიმართა, რომელსაც მისი მეუღლის ადვოკატი ანა აბაშიძე გამოეხმაურა და შვილის შესახებ სიტყვას ეპატაჟი უწოდა. მან ასევე ისაუბრა, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა