თეგებით ძიება
16. 03. 2021 მსოფლიო

ბიტკოინი 9%-ით გაუფასურდა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 9%-ით დაეცა. CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ დღეს დილით 53.1 ათასი დოლარი შეადგინა, ამ დროისათვის კი 54.4 ათას დოლარამდე მერყეობს.

რეკორდი ბიტკოინმა 13 მარტს დაამყარა, როდესაც მისმა ღირებულებამ 60 ათას დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა