თეგებით ძიება

ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟვანია 3 წლიდან ციხეში წელიწად-ნახევარს გაატარებს, დანარჩენი ვადა კი პირობითად ჩაეთვლება.

შეგახსენებთ, ქართველი ბიზნესმენის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანია, 2020 წლის ზაფხულში დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა