თეგებით ძიება

დაფნის ფოთლები ავი თვალისგან იცავს - ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? სცადეთ

დაფნის ფოთოლი შესანიშნავი სანელებელია, რომელსაც ბევრ კერძს უმატებენ. ის საკვებს გემოს და არომატს აძლევს. გარდა ამისა, ის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ადამიანს, რომელიც თავის თეფშში დაფნის ფოთოლს იპოვის, წარმატებები ელის.

ყველამ არ იცის, რომ დაფნის ფოთოლს ჯადოსნური თვისებებიც აქვთ და მისი გამოყენება ბოროტი თვალისგან დასაცავად შესაძლებელია.

ძველად, დაფნის ფოთლებს ხშირად, თილისმად იყენებდნენ - დაფნის გვირგვინს წნავდნენ და ბავშვის საწოლზე ამაგრებდნენ. მცენარე ხელს ბავშვს მისტიკური არსებებისა და ბოროტი თვალის უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავდა.

დაფნისგან დამცავი თილისმის დასამზადებლად მცენარის ტოტები და წითელი ძაფით უნდა შეკრათ. რაც უფრო მეტი ტოტი იქნება თილისმაში, მით უფრო ძლიერი იქნება დაცვა. თუ დაფნის გვირგვინს შემოსასვლელ კართან დაკიდებთ, ის შეიძლება მთელი ოჯახისთვის დამცველად იქცს. ითვლება, რომ ოჯახს, რომელსაც დაფნის ფოთლები იცავენ ბოროტი თვალი და ძალა ვერ მიეკარება.

დაფნის ფოთლების დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, ხომ არ განიცდის ადამიანი ნეგატიური ენერგიის გავლენას. თუ ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ, შეგიძლიათ დაფნის ფოთლების დახმარებით, სპეციალური რიტუალი ჩაატაროთ.

დაფნის ფოთლები ლითონის ლანგარზე დაყარეთ და ცეცხლი მოუკიდეთ. თუ ფოთლები არ იწვის, სახლში ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია გაქვთ, ხოლო თუ შავი კვამლით იწვის, თქვენ ბოროტი თვალის ან ჯადოს გავლენის ქვეშ ხართ.

ჯადოსგან თავის დასაღწევად საჭიროა დაფნის ტოტს ცეცხლი მოუკიდოთ და მასთან ერთად, მთელი სახლის მოიაროთ. განსაკუთრებული ყურადღება კუთხეებს უნდა მიაქციოთ. თუ შენიშნეთ, რომ გარკვეულ ადგილთან მიახლოვებისას, დაფნამ შავი კვამლით წვა დაიწყო, არ შეგეშინდეთ - ეს ნეგატივი მალე გაქრება.

ამ რიტუალთან ერთად, შეგიძლიათ მშრალ, გახურებულ ტაფაზე დაფნის რამდენიმე ფოთოლი დააწყოთ. ეს სახლიდან ნეგატიური ენერგიის მოშორებაში დაგეხმარებათ.

თუ სახლში მდგომარეობა არ გამოსწორდა და ისევ დეპრესიული განწყობა გაქვთ, რიტუალი უნდა გაიმეოროთ. ამის შემდეგ სიმსუბუქე და თავისუფლება უნდა იგრძნოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა