17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები ვერძის მიმართ კეთილგანწყობილები არიან და განსაკუთრებით, ხელოვან და პედაგოგ ადამიანებს მფარველობენ. თქვენი გამოჩენა ადამიანებზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, ამიტომ გულუხვად გაუზიარეთ სითბო სხვა ადამიანებს. ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად. დიდი ხნის დავიწყებული გრძნობები დღეს დაგიბრუნდებათ და სულში ისევ სიყვარული დაისადგურებს.
კურო
ფრთხილად იყავით და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ამჟამად თქვენი პოზიცია ცხოვრების ყველა სფეროში არასტაბილურია - წარმატებას ისევე მოსალოდნელია, როგორც წარუმატებლობას. ჭორების და ფარული მტრების ცილისწამების გამო უსიამოვნებები გელით. გაითვალისწინეთ, ამ დღეს მხოლოდ უახლოეს და ძალიან საიმედო ადამიანებს უნდა ენდოთ.
ტყუპები
არსებობს ტრავმის ან დაავადების ალბათობა, რიმელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ - გახსოვდეთ, ისინი უსაზღვრო არაა. საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადრება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია უთანხმოება, რომელსაც შეიძლება ურთიერთობების სრული გაწყვეტა მოჰყვეს.
კირჩხიბი
ეს დღე თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. გირჩევთ გადაწყვეტილებები თავად მიიღოთ და კეთილმოსურნეების რჩევა არ გაითვალისწინოთ.
ლომი
ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან ფინანსურ საქმეებში, დამატებითი შემოსავლის მოძიებაში ან ახალ საქმიანობაზე გადასვლის მიმართულებით. ახალი იდეების ან ახალი სტრატეგიის წყალობით, ბიზნეს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს წარმატებით ჩაატარებთ. თქვენი ორიგინალობა, ხიბლი და თავდაჯერებულობა ადამიანებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გაუჩენს.
ქალწული
გირჩევთ მეტი იძინოთ, ნაკლებად იდარდოთ და მხოლოდ ჯანსაღო პროდუქტები მიირთვათ. რეაქციის სისსწრაფე და გამჭრიახობა ფინანსური წარმატების წინაპირობების შექმნაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები ქალებს ურჩევენ, რომ დაავადებების სიმპტომებს ყურადღება მიაქციონ.
სასწორი
ბევრ სასწორი სწორედ დღეს შეძლებს საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას. სავარაუდოდ, თავგადასავლები და ახალი ინტერესების ტალღა გაგიტაცებთ. გარემოს შეცვლა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. სავარაუდოდ, ამ დღეს ახალ, საქმიან ნაცნობებს შეიძენთ,რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლიან.
მორიელი
ბედის სიურპრიზებმა შეიძლება გეგმებისა და ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. გამორიცხული არ არის, რომ ერთდროულად ბევრი, თანაც უცნობი საქმის კეთება მოგიწიოთ. თავიდან აიცილეთ ზედმეტი კამათი და მწვავე დისკუსიები, რომლებიც ურთიერთგაღიზიანებისა და ატრესიის გარდა ვერაფერს მოგიტანთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი და აგრესიული ადამიანებისგან.
მშვილდოსანი
მაღალი, მიუწვდომელი იდეალებისკენ სწრაფვას შეიძლება თან ახლდეს შფოთვა, სამსახურით ან მიღწეული შედეგებით უკმაყოფილება. ვარსკვლავები გირჩევენ წინდახედულება გამოიჩინოთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შეიძლება საყვარელ ადამიანს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ფიზიკური სამუშაო.
თხის რქა
შეიძლება მშობლების, ძველი მეგობრების ან საყვარელი ადგილების მოინახულების სურვილი გაგიჩნდეთ. ხერლსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. მათ საშუალება ექნებათ გააცნობიერონ საკუთარი შემოქმედებითი მისწრაფებები. ჯერჯერობით მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების იმედი არ უნდა გქონდეთ. პირიქით, გაითვალისწინებელი ხარჯები გელით.
მერწყული
ამ დღეს მერწყულებს პროფესიული საქმიანობის სფეროში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება მარტებთ. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებისგან ჯერჯერობით, თავი შეიკავოთ და დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ჰოროსკოპი ამბობს, რომ ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება არარეალური აღმოჩნდება, ხოლო ზედმეტმა სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს.
თევზები
ეს დღე სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობების ზრდას განასახიერებს. ხელსაყრელი დროა ძველი და ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის. დამქანცველი დღის შემდეგ სრულფასოვანი დასვენების შესახებ არ უნდა დაივიწყოთ.