თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო არჩევნების თარიღს ასახელებს

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ 2020 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და სამართლიანი იყო.

„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს – ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა