თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 121 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 121 მილიონს გადააჭარბა, - აღნიშნულ მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 681 768 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 97 768 814 შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 20.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა