თეგებით ძიება

გავაგრძელებთ დღესაც მუშაობას, ველოდები, რომ მხარეების კონსტრუქციულობა გაგრძელდება - კრისტიან დანიელსონი

გვექნება შეხვედრები, როგორც ეს აუცილებელი იქნება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

დანიელსონმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დაახლოვდა თუ არა მხარეების პოზიციები ყველაზე რთულ საკითხებზე.

„ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დანიელსონმა.

ამასთან, დანიელსონის თქმით, ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულია.

„ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა