თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის ორი ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, კორონავირუსის ორი ახალი შტამი, რომელიც კალიფორნიაში დადასტურდა "შეშფოთების საგანს" წარმოადგენს.

CDC-ის ცნობით, ვირუსის ვარიანტები 20%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამასთან, სტანდარტული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია. მართალია CDC არ უთქვამს, რომ ვაქცინები ახალი ვარიანტების წინააღმდეგ არ მოქმედებს, თუმცა ლაბორატორიული კვლევებით ირკვევა, რომ აცრის ეფექტურობა ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ვაქცინაში არსებული ანტიგენები საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი COVID-19-სგან დაიცვას, განსაკუთრებით კი გართულებული შემთხვევებისგან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი, 30 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა