თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

მღვდელმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის "ფარული ქორწილის" დეტალები გაამხილა

მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან და ჰარიმ ოფიციალურ ცერემონიამდე სამი დღით ადრე იქორწინეს. მარკ ევარდი, დინინგტონის წმინდა მათეს ეკლესიის მღვდელი კი ამ ამბავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ასე არ ყოფილა და ჰერცოგინიამ ეს არასწორად აღიქვა.

მღვდელის თქმით, ის კერძო ქორწილებს არ აწყობს. მისი, მეგანისა და ჰარის "ბაღის ქორწილი" მხოლოდ პირადი საუბარი იყო.

მარკ ედვარდსი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას მეგანის უყურადღებო სიტყვების გამო და ამბობს, რომ მისი განცხადება ეკლესიის კანონებს ეწინააღმდეგება.

"კარანტინის პერიოდში ხალხი მეკითხებოდა, შემეძლო თუ არა კერძო ქორწილის მოწყობა და მათ მინდა ავუხსნა, რომ ეს არ ჩაითვლება კანონიერ ქორწინებად და არ შეესაბამება ეკლესიის კანონებს", - განაცხადა მღვდელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა