თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

ილჰამ ალიევი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, შუშაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და ქალიშვილი ლეილა ალიევა შუშაში ჩავიდნენ.

პრეზიდენტმა ალიევმა აღდგენითი სამუშაოების განკარგულება უკვე გასცა. ქალაქში დაზიანებული მეჩეთების რესტავრაცია მოხდება. პროექტი უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი.

"აღვადგენთ დამშრალ წყაროებსაც", განაცხადა ილჰამ ალიევმა თითქმის 30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ ქალაქის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

"ვტოვებთ შუშას, მაგრამ წასვლა არ გვინდა, შუშა ისე იზიდავს ადამიანებს, რომ აქ ჩამოსულს წასვლა აღარ უნდა. დღეს მზიანი დღეა და ჩვენ შუშას არ ვემშვიდობებით", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქიდან გასვლისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა