თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა?

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­სულ წელს აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე დო­ნალდ ტრამ­პის სა­სარ­გებ­ლოდ ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის ნე­ბარ­თვა გას­ცა", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის ოფი­სის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

15-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მოს­კო­ვი ავ­რცე­ლებ­და "შეც­დო­მა­ში შემყვან, ან და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბებს" სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, ჯო ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ.

ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის ოფი­სის გან­მარ­ტე­ბით, 3 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის წინ პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ბა­ი­დე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­რა­ტი­ვის­კენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და დო­ნალდ ტრამ­პის მო­კავ­ში­რე­ებს უბიძ­გა. ამას­თან, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ფარ­თო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მი­მართ ნდო­ბის შერ­ყე­ვა იყო.



რაც შე­ე­ხე­ბა ირან­სა და ჩი­ნეთს, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შან­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობ­და, ირა­ნი აწარ­მო­ებ­და "მრა­ვალ­მხრივ ფა­რულ გავ­ლე­ნის კამ­პა­ნი­ას" მისი მხარ­და­ჭე­რის შე­სუს­ტე­ბის მიზ­ნით.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით", ჩი­ნეთს რო­მელ­საც ვა­შინგტო­ნი დიდი ხა­ნია კი­ბერ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, არ­ჩევ­ნე­ბის წინ "ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბე­ბი" არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­სა და სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ში უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არ ჩა­რე­უ­ლან.



რუ­სე­თის პა­სუ­ხი
ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და აშშ-ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში. სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, აშშ-ის დაზ­ვერ­ვის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი 2020 წლის ფე­დე­რა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლოა.

"აშშ-ის დაზ­ვერ­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი კი­დევ ერთი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ­გვა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი, ან კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს,“- ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვა­შინგტო­ნი ”მე­გა­ფო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ის” პრაქ­ტი­კას გა­ნაგ­რძობს.



"ჩვენ ვა­ცხა­დებთ, რომ ვა­შინგტო­ნი ”მე­გა­ფო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ის” პრაქ­ტი­კას გა­ნაგ­რძობს, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რუ­სე­თის ნე­გა­ტი­უ­რი იმი­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ქვეყ­ნის შიგ­ნით სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში გარე ძა­ლე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბაა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ვა­შინგტო­ნის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი ხელს არ შე­უ­წყობს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა