თეგებით ძიება

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
თქვენთვის საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება. ერიდეთ ექსპერიმენტებს და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. ვარსკვლავები გირჩევენ მხოლოდ ის საქმე დაიწყოთ, რომელშიც კარგად ერკვევით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ან კონფლიქტის მიზეზი გახდეთ. ქალების ექსტრავაგანტულობისკენ სწრაფვა უსიამოვნებებს გამოიწვევს.

კურო
ფინანსების მართვაში სიფრთხილე გმართებთ. არ არის გამორიცხული პარტნიორთან ეჭვიანობის ან ფულის გამო კონფლიქტი. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ღირებულებების დაკარგვა ელით, რომელიც ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.

ტყუპები
მოსალოდნელია ტყუპ ქალთა სულიერი განახლება. იზრდება მათი პიროვნული ხიბლი, სექსუალური ენერგია და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. ტყუპებ მამაკაცებში მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება მიღწეული შედეგებით უკმაყოფილება და ცხოვრების შეცვლის სურვილი გამოიწვიოს.

კირჩხიბი
დღის დასაწყისი სავსე იქნება სერიოზული პროვოკაციებით, თავგადასავლებითა თუ სიურპრიზებით, მათ შორის, უსიამოვნოებითაც. მოერიდეთ მკაცრ და კატეგორიულ ტონს. ეცადეთ დიპლომატიურობა და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. ემოციებს უფლება არ მისცეთ კონფლიქტში ჩაგითრიონ.

ლომი
საშიში დღეა, რომელსაც ოჯახურ თუ პროფესიულ ურთიერთობებში სირთულეები მოაქვს. ცხოვრების ერთფეროვნებითა და მონოტონურობით დაიღალეთ. გირჩევთ გარემო შეიცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრების პოტენციალის შემცირება ბედის უარყოფით ცვლილებებს გამოიწვევს. სავარაიუდოდ, იმედები არ ასრულდება და ოცნებები ოცნებებად დარჩება. პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება გელით.

ქალწული
ჰოროსკოპი გპირდებათ, რომ ეს დღე იმედებით სავსე იქნება. მოსალოდნელია ახალი, საინტერესო საქმია ან პარტნიორების გამოჩენა. პლანეტები გირჩევენ, რომ ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი საქმიანობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ.

სასწორი
ორიგინალობისა და ექსტრავაგანტიზმის მოყვარულები ინდივიდუალობის გამოხატვაში დიდ სიმაღლეებს მიაღწევენ. შესაძლოა, თქვენს მდიდარ შინაგან სამყაროს ამ დღეს არატრადიციული გარემოს ან ახალი შეგრძნებების მოთხოვნილება გაუჩნდეს, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

მორიელი
ამ დღის ასტროლოგიური პროგნოზი გაფრთხილებთ, რომ ქუჩაში კონფლიქტებს და ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ. ნუ დაესწრებით საზოგადოებრივ ღონისძიებებს. ეცადეთ დაისვენოთ და შექმნილი ვითარება მშვიდ გარემოში გაანალიზოთ. განსაკუთრებული უნარები მოვლენების არსის ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე სარისკო წამოწყება, კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოსალოდნელია მცირე შემოსავალი ან წარმატებული შენაძენი. ურთიერთობები გულწრფელობითა და სითბოთი გაგახარებთ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა ცხოვრების ბედნიერ პერიოდს გაგახსენებთ.

თხის რქა
ადამიანებმა, რომლებიც ამ დღეს გაიცანით, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური როლი ითამაშონ. მოსალოდნელია ახალი იდეები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს მსოფლმხედველობაზე. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. კარგი იქნება თუ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების ანალიზს მოახდენთ.

მერწყული
არახელსაყრელი დღეა, რომელიც პარტნიორულ ურთიერთობაში მოტყუებას, ნათესავებთან და ბავშვებთან კონფლიქტს, ასევე კეთილდღეობის გაუარესებას უკავშირდება. თუ ამ დღეს ავად გახდით, დაავადება გრძელი და რთული იქნება. მოსალოდნელია გართულებები. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები
ბედი თქვენი ხასიათის სიმტკიცეს კიდევ ერთ გამოცდას მოუწყობს. უმნიშვნელო დეტალებმა და პატარა გაუგებრობამ შეიძლება თქვენი საქმიანობის ძირითადი, პრიორიტეტული მიმართულებები დაარღვიოს. საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება და გარშემო მყოფთა მიმართ გამოჩენილი დიდსულოვნება შეიძლება ამ დღის ნეგატიური ტენდენციების გადალახვაში დაგეხმაროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა