თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

ცნობილია, როდის გაიხსნება პირველი სასტუმრო კოსმოსში

კომპანია Orbital Assembly-მ კოსმოსში პირველი სასტუმროს გახსნის თარიღი დაასახელა, რომელიც დედამიწის ახლოს, ორბიტაზე განთავსდება. ამის შესახებ CNN წერს.

კომპანიის განაცხადის თანახმად, კოსმოსური სადგურის მშენებლობა 2025 წელს დაწყება. პროექტი 2027 წელს დასრულდება. გამოცემის ცნობით, სასტუმრო კაფსულა 400 ადამიანზეა გათვლილი.

კოსმოსურ სადგურზე ასევე განთავსდება ბარები, რესტორნები, სპა-ცენტრი, კინო-თეატრი და სხვა გასართობი დაწესებულებები.

პროექტის ღირებულება არ სახელდება, თუმცა ცნობილია რომ კომპანია Orbital Assembly ორბიტაზე სასტუმროს ნომრის შეძენის მსურველებისთვის, რამდენიმე მოდულს გასაყიდად გამოიტანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა