თეგებით ძიება
17. 03. 2021 მსოფლიო

ესპანეთში სამუშაო კვირა 4 დღემდე მცირდება - ხელფასი უცვლელია

კოვიდ პანდემიის გამო, მსოფლიოში ბევრი კომპანია 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ამ მიდგომას ესპანეთშიც გამოცდიან.

კერძოდ, ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში სამუშაო კვირა შემცირდეს 4 დღემდე და 32 სამუშაო საათამდე. ამასთან, დასაქმებულებს ხელფასი არ შეუმცირდებათ.

საპოლოტე პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის ესპანეთის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო.
პროექტში მონაწილეობას დაახლოებით 200 კომპანია და 3000-დან 6000-მდე დასაქმებული მიიღებს.

ესპანელი პოლიტოლოგისა და პოლიტიკოსის, ინიგო ერეჰონ გალვანის (Íñigo Errejón Galván) თქმით, ესპანეთში დასაქმებულები ევროპის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე მეტს მუშაობენ, თუმცა ესპანეთი ყველაზე პროდუქტიულ ქვეყანაღთა სიაში არ არის.

"დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა, არ ნიშნავს კარგად მუშაობას", - დასძინა მან.

forbes.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა