თეგებით ძიება

სახლში მომზადებული შებრაწული ყველი

ინგრედიენტები:

რძე - 3 ლ

კეფირი - 1 ლ

კვერცხი - 3 ც.

მარილი - 10 გ

შაქარი - 30 გ

კამა - 150 გ

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და კეფირი. დაამატეთ მარილი და შაქარი.

რძე მიიყვანეთ დუღილამდე და დაამატეთ კეფირის მასა. ადუღეთ რამდენიმე წუთი, სანამ არ გაჩნდება ფანტელები.

გააციეთ რძის მასა და გაწურეთ მარლაში. მიღებული ყველი აურიეთ წვრილად დაჭრილ კამასთან და მოათავსეთ გრილ ადგილას რაიმე მძიმე ნივთის ქვეშ 3 საათით. გაწურულ მასას მიეცით ფორმა და შემდეგ ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და დადეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ფორმაზე.

შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა