თეგებით ძიება

თვითონ ესროლეს - კობახიძე "ნაცმოძრაობის" ოფისის დაცხრილვაზე

თვითონ ესროლეს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმას.

"რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააცხადონ, როგორ წარიმართება გამოძიების პროცესი. მე მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება. ყოველთვის როცა ვარდება "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობახში, ხან საკუთარ ოფისებს წვამენ, ხან საკუთარ ბანერებს ებრძვიან, - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თვითონ ესროლეს?" კობახიძე პასუხობს: "რატომაც არა, სხვა ლოგიკა სადაა, რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავი ესროლოს ენმ-ს ოფისს".

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მისამართით დღეს, მანქანიდან გაისროლა მამაკაცმა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა