თეგებით ძიება
18. 03. 2021 მსოფლიო

მონპელიეში ცნობილი ფრანგი რეჟისორი დაჭრეს

თეატრის ცნობილ რეჟისორს ალენ ფრანსონს თავს დაესხნენ. ინციდენტი მონპელიეში მოხდა.

დანებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა რეჟისორს მძიმე ჭრილობები მიაყენეს. 76 წლის ფრანსონს საძილე არტერია აქვს დაზიანებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

სხვადასხვა დროს ალენ ფრანსონი პარიზისა და ქვეყნის დიდი ქალაქების თეატრალურ დასებს ხელმძღვანელობდა. 1995 და 2010 წლებში ის „მოლიერის“ პრემიის ლაურეატი გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა