თეგებით ძიება
18. 03. 2021 მსოფლიო

მონტენეგროში რუსი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცას აეროპორტში რუსი "კანონიერი ქურდი", 65 წლის თენგიზ დუმოევი მეტსახელად „გოჩო“ დააკავეს. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.

დუმოევი აეროპორტში სტამბოლიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს. კრიმინალურ ავტორიტეტს თაღლითობა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მან რუსეთის საპენსიო ფონდიდან მილიონამდე რუსული რუბლი (14 ათასი აშშ დოლარი) მოიპარა.

მსოფლიო კრიმინალურ სამყაროში თენგიზ დუმოევი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდია“. ეზიდებს შორის გავლენის მიხედვით ის მეორე ადგილზე მყოფი „კანონიერი ქურდია“ შაქრო კალაშოვის შემდეგ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა