თეგებით ძიება
18. 03. 2021 მსოფლიო

ასტრონომებმა "კოსმოსური მედუზა" აღმოაჩინეს

ავსტრალიური რადიოტელესკოპის MWA-ს მეშვეობით ასტრონომებმა კოსმოსში იდუმალი მოვლენა დააფიქსირეს, რომელის რადიოსიხშირული გამოსახულება გიგანტურ მედუზას წააგავს. მას USS Jellyfish უწოდეს. ამის შესახებ მასალები მეცნიერებმა The Astrophysical Journal-ში გამოაქვეყნეს.
ავსტრალიელი და იტალიელი ასტრონომები MWA-ს მეშვეობით გალაქტიკა Abell 2877-ს აკვირდებოდნენ, როდესაც მათი ყურადღება იდუმალმა სინქროტრონულმა ზემაღალი სიხშირის გამოსხივების წყარომ მიიპყრო.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ჩვეულებრივ FM სიხშირეზე გამოსახულება ძალან მკვეთრია, 200 მმეგაჰერცზე იგი პრაქტიკულად ქრება. არცერთი სხვა გალაქტიკისგარეშე გამოსხივება ასე სწრაფად არ გამქრალა.

"ჩვენი სამუშაო ჰიპოთეზა ასეთია - დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ სხვადასხვა გალაქტიკიდან მრავალმა ზემასიურმა შავმა ხვრელმა გამოსტრყორცნა პლაზმის მძლავრი ნაკადები. შემდეგ ეს პლაზმა "ჩაქრა" და უმოქმედო იყო. ცოტა ხნის წინ იქ გარკვეული პროცესები დაიწყო და სისტემის გასწვრივ რბილმა დარტყმითმა ტალღა გაიარა. ამან პლაზმა "აანთო", რისი დაკვირვებაც ჩვენ შევძელით," - აცხადებენ ასტრონომები.

ისინი თვლიან, რომ "მედუზის" შესახებ ისინი მეტ ინფორმაციას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასრულდება რადიოინტერფერომეტრ SKA-ს გაშლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა