თეგებით ძიება
18. 03. 2021 მსოფლიო

ქაბულში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ Tolo News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტთა სამიზნე სარ-ე-ქოთალის რაიონი გახდა, სადაც დანაღმული ავტობუსი აფეთქდა. ავტობუსში კომუნიკაციების სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა