თეგებით ძიება
18. 03. 2021 მსოფლიო

20 მარტიდან კიევში მკაცრი კარანტინი გამოცხადდება

უკრაინის დედაქალაქ კიევში 20 მარტიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ბრიფინგზე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო tass.ru ავრცელებს.

კლიჩკოს ინფორმაციით. ეს ზომები 9 აპრილამდე, ანუ 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

„აკრძალული იქნება მღვდელთმსახურება, ასევე მასობრივი, სპორტული, და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. მაყურებლების დასწრება სპორტულ მოედნებზე აკრძალულია“ - განაცხადა კლიჩკომ.

ასევე, მისი თქმით, აიკრძალება კინოთეატრების, თეატრების, მუზეუმების საკონცერტო დარბაზების, სავაჭრო ცენტრების, ასევე ზოომაღაზიების მუშაობა.
სილამაზის სალონები, ავტოგასამართი სადგურები, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას გააგრძელებს. მან მოუწოდა კომპანიებს, შეძლებისდაგვარად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში კიევში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბოლო დღე-ღამეში 1 092 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან კიევში კორონავირუსი 149 923 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 991 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა