თეგებით ძიება
19. 03. 2021 მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ანტისხეულები აქვს

ორსულობის დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ანტისხეულები აქვს. ამის შესახებ Guardian-ი ამერიკელი ექიმების გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექიმებმა, პოლ გილბერტმა და ჩად რუდნიკმა განმარტეს, რომ ფლორიდელმა ქალმა Moderna-ს ვაქცინის პირველი დოზა ორსულობის 36-ე კვირაში, იანვარში მიიღო. 3 კვირის შემდეგ მან ჯანმრთელი გოგო გააჩინა. ჩვილის სისხლის შესწავლისას კი ექიმებმა მასში ანტისხეულები აღმოაჩინეს.

„დედის ვაქცინაციის მეშვეობით ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების რისკის დაქვეითების პოტენციალი არსებობს“, - ნათქვამია ექიმების სტატიაში.

ახლა მეცნიერები შეისწავლიან რამდენ ხანს შენარჩუნდება ანტისხეულები ახალშობილის ორგანიზმში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული დედის მიერ ანტისხეულების მქონე ბავშვის გაჩენის პირველი დადასტურებული შემთხვევაა. თუმცა გასული წლის ნოემბერში, ანტისხეულების მქონე ჩვილი სინგაპურშიც დაიბადა. ბავშვის დედამ COVID-19 ორსულობის დროს გადაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა