თეგებით ძიება
19. 03. 2021 მსოფლიო

მიანმარში კიდევ 8 ადამიანი მოკლეს

მაინმარის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. 8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეტაკება მომიტინგეებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ქალაქ აუნგბანში მოხდა.

მიანმარში საპროტესტო აქციები 1-ლი თებერვლის შემდეგ მიმდინარეობს, როდესაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. მას შემდეგ მიანმარში საპროტესტო აქციების 100-ზე მეტი მონაწილე მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ხუნტას მხარს უჭერს ჩინეთი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა