თეგებით ძიება

თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა - რას სთავაზობდა ხელისუფლება ოპოზიციას

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, დაუშვებელია მოლაპარაკებების ჩაშლა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის მიზეზით მაშინ, როცა მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს. ელისაშვილის განმარტებით, ოცნების შემოთავაზების მიხედვით, თუ კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა, ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა:

"გამოგნებელი და აუხსნელი ამბავია, როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მაგიდიდან იმ მოტივით გადააგდებ, რომ ვადამდელი არჩევნები გინდა. მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი. როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია. საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო სურვილი, რომ აღნიშნული საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. "ქართული ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა", - აცხადებს ელისაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა