თეგებით ძიება
19. 03. 2021 მსოფლიო

ერდოღანი პუტინის შესახებ ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტზე ამერიკის ლიდერის სიტყვებს გამოეხმაურა.

„პუტინის მიმართ ბაიდენის სიტყვები სახელმწიფო მოღვაწეს არ შეშვენის. დაუშვებელია მსგავსი განცხადების გაკეთება. ჩემი აზრით, პუტინმა ძალიან ჭკვიანური პასუხი გასცა“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.

18 მარტს, ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელად მიიჩნევს.

„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, ჩვენ მართლაც ერთმანეთს პირადად ვიცნობთ. რას ვუპასუხებდი მას? ჯანმრთელობას ვუსურვებდი! ჯანმრთელობას ვუსურვებ მას! ამას ირონიის გარეშე ვამბობ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის. ეს უბრალოდ ბავშვური ხუმრობა არ არის. ამაში ღრმა, ფსიქოლოგიური აზრი დევს. როდესაც სხვა ადამიანს ვაფასებთ, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ვფიქრობთ, რომ ის ჩვენნაირია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა