თეგებით ძიება
19. 03. 2021 მსოფლიო

ბულგარეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით მაღალჩინოსნები დააკავეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში და პერნიკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოპერაცია ბულგარეთის კონტრდაზვერვის სააგენტომ ჩაატარა. ბულგარეთის ტელევიზიის ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული მიმალვას ცდილობდა. ყველა დაკავებული მაღალჩინოსანია, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდათ.

ცნობისთვის, 2019 წლიდან ბულგარეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 რუსი დიპლომატი გააძევეს. კიდევ ერთს ქვეყანაში ჩასვლის უფლება არ მისცეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა