20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სასურველია, ეს სულიერ განვითარებას დაუთმოთ. ხელსაყრელი დროა საქველმოქმედო საქმეების დაწყებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი შეიძლება ცნობილი და გამორჩეული პიროვნება გაიზარდოს, ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობა და ზნეობრივი სიწმინდე.
კურო
დაძაბული დღეა, რომეწლიც ზეწოლას, თვალთვალს, დევნას და აგრესიას უკავშირდება. ერიდეთ ბნელ ადგილებში სიარულს, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას და ხმაურიან წვეულებებს. მოერიდეთ ყველაფერს, რასაც შეიძლება უსიამოვნო პროცესების განვითარება მოჰყვეს. მოულოდნელმა ამბავმა ან საყვარელ ადამიანთან კონფლიქტმა შეიძლება ყველა გეგმა ჩაგიშალოთ.
ტყუპები
საკმაოდ რთული დღეა. ეცადეთ პრობლემებიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. შესაძლოა, იმდენად გატაცებული ხართ საკუთარი იდეებით და მატერიალური კეთილდღეობის შექმნით, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის განმტკიცების შესაძლებლობა დაკარგოთ. ეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება მონახოთ და ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც წარმოგედგინათ. არ არის გამორიცხული დანაკარგი, შემთხვევითი დაზიანება ან დაავადება, რაც ჩანაფიქრის განორციელებაში ხელი შეგიშლით. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ. გირჩევთ თავიდან აიცილოთ კატეგორიული განცხადებები, ადამიანების დაცინვა და უსარგებლო საუბრები. სასურველია,რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადაიტანოთ.
ქალწული
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში ერიდეთ ამბიციურობას. თქვენი თავშეკავება და ტაქტი მოგვიანებით, აუცილებლად დაფასდება. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები. არასასურველია მედიკამენტებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება. ამ დღეს სიზმრები პირიქით უნდა განმარტოთ.
სასწორი
ეს დღე მოჩვენებით წარმოდგენებს, ცრუ დაპირებებს და მოტყუებას განასახიერებს. უმჯობესია ახალი ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. გამორიცხული არ არის, რომ ცუდი ამბავი გაიგოთ. სამწუხაროდ, თქვენი შიში გამართლდება - ემზადეთ უარესისთვის.
მორიელი
სავარაუდოდ, მოულოდნელი სიახლე გაიძულებთ გეგმებს გადახედოთ ან საქმიანობის პრიორიტეტები შეცვალოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი იყოს ერთ-ერთ პარტნიორთან. ამის მიუხედავად, დღეს დადებული გარიგებები მომგებიანი იქნება.
მშვილდოსანი
ფინანსურ საქმეებში მოსალოდნელია უარყოფითი ცვლილებები, გარშემო მყოფებთან კონფლიქტები და ჯანმრთელობის გაუარესება. განსაკუთრებით ერიდეთ გარეშე პირთა გავლენებს - ამან შეიძლება ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ. სიზმარი წინასწარმეტყველური იქნება.
თხის რქა
ამ დღეს მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი ან სერიოზული სირთულეები, განსაკუთრებით თუ ახალი იდეები სარისკო საქმიანობას უკავშირდება. საღამოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრის მოქმედების გამო მოსალოდნელია პრობლემები და კონფლიქტიც კი.
მერწყული
იღბლიანი დღეა. თქვენ შეძლებთ დაძლიოთ მტრებისა და მოწინააღმდეგეთა ინტრიგების დაძლევას და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, რაც ბიზნესის გაფართოვებას ან ახალ ბიზნეს-კონტაქტებს უკავშირდება.
თევზები
ამ დღის არახელსაყრელმა ტენდენციებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს საკუთარი ხასიათის ან პარტნიორების კეთილსინდისიერების შესახებ არსებულ წარმოდგენებზე. გირჩევთ ყვეწლა უსარგებლო ურთიერთობა გაწყვიტოთ. თუ სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ, ქურდებს და უწესო ადამიანებს უნდა ერიდოთ, რომლებიც სავარაუდოდ, გზაზე შეგხვდებიან. ფრთხილად იყავით.