თეგებით ძიება

ვენერას ასტროლოგიური ფუნქციის შესახებ

ასტროლოგი რამაზ გიგაური ვენერას ასტროლოგიური ფუნქციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ასტროლოგიაში - სიყვარულსა და ფინანსებს ერთი და იგივე პლანეტა ვენერა მართავს. ეს არ არის შემთხვევით, რადგან სიყვარულიც და ფულიც მიღებასა და გაცემას უკავშირდება.

ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს და გასცეს სიყვარული, ასევე იოლად იზიდავს ფულს და პირიქით, ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული შინაგან ფასეულობებში, ხშირად განიცდის მატერიალურ პრობლემებს.

ამ დროს ადამიანს ხშირად უჩნდება შიში - შიში იმისა, რომ დაკარგოს ფული (გაღარიბდეს, მოშივდეს, მოშივდეს მის შვილებს) ან სიყვარული (მიატოვონ, უღალატონ).

შიშის გამო ადამიანი ხშირად ხდება ჩაკეტილი, დაკომპლექსებული, აგრესიული, ეჭვიანი, ხარბი, ეგოისტი და ეს თავისთავად პრობლემებად იქცევა ხოლმე როგორც სიყვარულში, ისე ფინანსებში.
საჭიროა სიმშვიდე და იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი ენერგიის ჩაკეტვა - ამ ენერგიის ატროფიას, გაქრობას, დაშრობას და გახრწნას იწვევს. ასეთ დროს ფული იკარგება, იხარჯება „უაზროდ“, ხოლო სიყვარული იქცევა ეგოიზმად და პარტნიორის მიმართ პრეტენზიებად, რაც კონფლიქტების და განხეთქილების საფუძველი ხდება", - წერს ასტროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა