ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის - 15 მაისს, თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება
ოპოზიციიური პარტიები 15 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.