თეგებით ძიება
20. 03. 2021 მსოფლიო

ფეისბუქი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელს შექმნის

Facebook 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის Instagram-ის ახალ აპლიკაციას შექმნის.

კომპანია აპირებს შექმნას "ახალი ახალგაზრდული სოციალური ქსელი". ამჟამად, ინსტაგრამის პოლიტიკის თანახმად, 13 წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ აპის გამოყენება, თუმცა მათი ანგარიშის მართვა მშობლების პრეროგატივაა.

სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილ Instagram-ზე განსაკუთრებული სიმკაცრით გაკონტროლდება მომხმარებლების უსაფრთხოება და დაცული იქნება კონფიდენციალობა.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სპეციალურად ბავშვებისათვის უკვე შეიქმნა Messenger Kids, რომელსაც მცირეწლოვნები იყენებენ, თუმცა იგი მშობლების მიერ კონტროლდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა