21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის, მშენებლობისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. მიუძღვენით ეს დღე თვითგანვითარებას. ერიდეთ მგზაურობას და მოგზაურობას. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს ხანებში შემოსავალს არ უნდა ელოდოთ. წინ ბევრი დაბრკოლება გელით.
კურო
საკმაოდ სტრესული დღეა, ამიტომ ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ყველა მოქმედება საგულდაგულოდ დაგეგმოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა ასეთ სიტუაციაში დამნაშავე თავად თქვენ იქნებით. დაფიქრდით, იქნებ ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია? თუ ასეა, ეცადეთ აუნაზღაუროთ ეს დანაკლისი.
ტყუპები
სიყვარულის, უსარგებლო წვრილმანების უარყოფის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ადრე მეგობრებად არ თვლიდით, გაგებას და მხარდაჭერას მიიღებთ. ოჯახში საქმიანობა თავდაჯერებულობასა და კომფორტის განცდას მოგიტანთ.
კირჩხიბი
ეს დღე არახელსაყრელია ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის. ნუ შეეცდებით მოვლენების დაჩქარებას ან ყოველდღიური რუტინის შეცვლას. გირჩევთ მაცდურ შეთავაზებებს არ ენდოთ და თავი შორს დაიჭიროთ ავანტიურებისგან. გახსოვდეთ, რომ საკუთარი სისუსტეები ხელს შეგიშლით სულიერ განვითარებაში და უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.
ლომი
ამჟამად თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შესუსტებულია. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც თქვენ გსურდათ. სამწუხაროდ, თქვენ ვერაფრის შეცვლას შეძლებთ. მოსალოდნელია დეპრესია. ეცადეთ პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა არ დაკარგოთ და ასეთი შესაძლებლობა, როგორც პლანეტები გვპირდებიან, აუცილებლად იქნება. კარგიიქნებათუ საკუთარი პრობლემებიდან ყურადღებას ახლობელი ადამიანების პრობლემებზე გადაიტანთ.
ქალწული
დღე ხელსაყრელია წარსულის გააზრებისთვის. სულიერი და მორალური განწმენდა ოჯახში სიმშვიდის დამყარებას დაეხმარება. თქვენი აურა და ადამიანებზე და მოვლენებზე ზემოქმედების უნარი იზრდება. თქვენი ცხოვრება განვითარების ახალ დონეზე გადავა. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავისა და უზენაესი ძალების დახმარების იმედი უნდა გქონდეთ.
სასწორი
ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობისა და მეგობრების წრის გაფართოვებისთვის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი კომუნიკაციის უნარმა ცხოვრების სტილზე გავლენა მოახდინოს. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი დავა გელით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. თავს ორივე ბედნიერად და კმაყოფილად იგრნობთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბები, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს - შეცდომების თავიდან ასაცილებლად ოჯახის უფროსი წევრების რჩევა გჭირდებათ.
მშვილდოსანი
ცვლილებებისა და სულიერი გარდაქმნის დღეა. თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს შეიძლება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ეცადეთ ნებისმიერ საკითხში საღი აზრი და პრაქტიკული მიდგომა გამოიყენოთ. ამ დღეს მეტი წინდახედულება გმართებთ, ვიდრე ოდესმე.
თხის რქა
ეს დღე სულიერ წონასწორობას განასახიერებს. პარტნიორებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იქნება, რაც ოჯახურ ურთიერთობებზე სასიკეთოდ აისახება. გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი სინაზე და სიყვარულის გამოხატვა აკლია. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო სევდა ან მსუბუქი დეპრესია.
მერწყული
ამ დღეს შეუძლია თქვენი საქმიანობა თვის ბოლომდე განსაზღვროს. ის გაჩვენებთ, როგორ შეიცვლება თქვენი გეგმები უახლოეს მომავალში და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. თქვენი ანალიტიკური უნარი და შორსმჭვრეტელობა მიზნის და ქცევის ტაქტიკის განსაზღვაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა დაკარგული ნივთების პოვნისა და გაწყვეტილი კავშირების დამყარებისათვის.
თევზები
ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატი მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. გირჩევთ საკუთარი სიტყვები და ქცევები აკონტროლოთ. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ეს დღე მოუტანს ხანმოკლე ნეტარებას მოუტანს, რომელსაც მალე დიდი იმედგაცრუება ჩაანაცვლებს.